ეგვიპტეში სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერთან სროლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით,პოლიციის კონტროლირებულ გამშვებ პუნქტს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მონასტრის შესასვლელიდან რამდენიმე ასეულ მეტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
წმ. ეკატერინეს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ მონასტრებს შორის და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის.
ეგვიპტეში თავდასხმების გახშირებას კაიროში რომის პაპის დაგეგმილ ვიზიტს უკავშირებენ. პაპი კაიროში10 დღეში უნდა ჩავიდეს.