Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

19 აპრილი, 2017 18:13

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გენდერული თანასწორობის საბჭოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს

„გეგმა საკმაოდ ამბიციურია. ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაოდით გეგმის შემუშავებაზე, მათ შორის, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. წარმოდგენილ დოკუმენტში ასახულია თითქმის ყველა შენიშვნა, რომელიც საჯარო განხილვის დროს წარმოადგინეს როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს, ასევე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ოთხი მთავარი მიმართულებაა:

  • პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და ახალი კონცეფციის მიღების მხარდაჭერა; 
  • გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფის და ასევე, მისი საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; 
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება; 
  • გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობა.

თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ფუნდამენტურად განსხვავდება წინა წლების გეგმებისგან და ასევე მოიცავს პარლამენტის საზედამხედველო როლის გააქტიურების კომპონენტსაც.

გენდერული თანასწორობის საბჭომ, დღევანდელ სხდომაზე, საბჭოში თემატური ჯგუფების ფორმირების და სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი წევრების დანიშვნის საკითხები განიხილა. გენდერული თანასწორობის საბჭომ რეგიონებში ვიზიტების განრიგი განიხილა და გადაწყვიტა, რომ მიმდინარე წელს საბჭო საქართველოს რეგიონულ ცენტრებში ათამდე შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^