Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარმანია: გარევაჭრობა დიდუბის ტერიტორიაზე ისევე მოწესრიგდება, როგორც სხვა უბნებში

20 აპრილი, 2017 14:12

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარევაჭრობა დიდუბის ტერიტორიაზე ისევე მოწესრიგდება, როგორც თბილისის სხვა უბნებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ნარმანია მეტრო დიდუბის მიმდებარედ მოვაჭრეების საპროტესტო აქციას ეხმაურება. 

„დიდუბის ტერიტორიაზე გარევაჭრობა ისევე მოწესრიგდება, როგორც სხვა ადგილებში - მეტრო „მარჯანიშვილის” მიმდებარედ და სხვა ტერიტორიებზე. ვაჭრობა, ერთი მხრივ, უნდა იყოს ლეგალიზებული, მეორე მხრივ, დაცული იყოს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები, რომელსაც პერიოდულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამოწმებს. დიდუბის ტერიტორიაზე ვაჭრობაც აუცილებლად ამ წესებში მოექცევა. 

რაც შეეხება ჭიშკრის გახსნას, ეს ორ კომპანიას შორის მიმდინარე დავაა. თბილისის მერია ამ საკითხებში ჩართულია, თუმცა მისი აღსრულება დადგენილი წესით და ნორმით უნდა მოხდეს, ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მოვაჭრეები მერიასთან გამართულ აქციაზე დიდუბეში ორ ბაზარს შორის არსებული კედლის დემონტაჟს მოითხოვენ. მათი თქმით,  დიდუბეში, მეტროს მიმდებარედ  ორ ბაზარსა და ორ შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით მოვაჭრეები ზარალდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^