Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ოთიაშვილი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ გამგეობის თავმჯდომარე გახდა

21 აპრილი, 2017 12:04

ნარკოლოგი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ გამგეობის თავმჯდომარე გახდა.

„ზიანის შემცირების ქსელი ჩემთვის უცხო არ არის, ძალიან ახლო ორგანიზაციაა, 2006 წელს 7 სხვა ორგანიზაციასთან ერთად მისი დამფუძნებელი ვარ. პირველი 5 წელი, როცა ქსელი ყალიბდებოდა, პირველ ნაბიჯებს დგამდა, ძლიერდებოდა, გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი და პარალელურად ვითავსებდი აღმასრულებელი დორექტორის მოვალეობას.

ამ 5 წლის განმავლობაში, დიდი დრო და ენერგია დავუთმე ქსელს და ჩემთვის ძალიან ახლო ორგანიზაციაა, რომელზეც გული შემტკივა.  2011 წელს წამოვედი და ვმონაწილეობდი მის ცხოვრებაში როგორც რიგითი წევრი. ამ ეტაპზე ვფიქრობ,  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება. ვგულისხმობ იმას, რომ გლობალური ფონდი გადის ქვეყნიდან, ქსელის და მისი წევრი ორგანიზაციების საქმიანობა კი მჭიდროდ არის მიბმული გლობალური ფონდის დაფინანსებასთან, ამის გამო, შესაძლოა, ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი წინა გამოცდილება და ცოდნა ამ ეტაპზე ისევ სასარგებლო იქნება ქსელისთვის. სწორედ ამ ფაქტორმა  მიმაღებიინა ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას დავით ოთიაშვილი.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ 2006 წელს დაფუძნდა. ამჟამად მასში გაერთიანებულია 26 წევრი ორგანიზაცია, საქართველოს 11 ქალაქიდან. ქსელში ერთიანდებიან ორგანიზაციები, რომელთა უშუალო საქმიანობის სფერო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ და მომიჯნავე საკითხებს ეხება. ქსელის თითოეული ორგანიზაცია დამოუკიდებელია და მათი საქმიანობის ნაწილია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.

ქსელის წევრი ორგანიზაციები ერთიანდებიან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების იდეის გარშემო და მიმართავენ ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: აივ/შიდსის B,C, ჰეპატიტების, სისხლით გადამდები და სხვა ინფექციების გამოვლენა და მკურნალობა, კონსულტირება, უსაფრთხო ინექციასა და სქესობრივ ცხოვრებაზე საინფორმაციო მასალისა და საშუალებების გავრცელება, ნარკოპოლიტიკაზე ზემოქმედება, უფლებების ადვოკატირება და თემის გაძლიერება.ქალი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ზედოზირების პრევენცია, წევრი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^