Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კრემლი აქცენტს გააკეთებს რბილი ძალის გაძლიერებაზე“ - თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი

24 აპრილი, 2017 17:07

 „კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია,“ - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020 წლების დოკუმენტიში. 

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალების მოდერნიზება და რეგიონზე ზეგავლენის განმტკიცების მცდელობა, ზრდის აგრესიის გაგრძელების რისკს, რაც  დადასტურდა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე შენარჩუნდება.

„საქართველოზე ზეგავლენის განმტკიცების მიზნით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სამართლებრივი საფუძვლების“ შექმნის მცდელობებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ამასთან, ნარჩუნდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მიტაცების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგისთვის“, - ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვაში.

თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს; აღწერს არსებულ ვითარებას; მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. დოკუმენტი  აყალიბებს რეკომენდაციებს შეიარაღებული ძალების გარდაქმნის მიზნით და განსაზღვრავს შეიარეღებული ძალების სტრუქტურის 2020 წლის მოდელს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^