საქართველოს ფოსტა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საახალწლო კამპანიის „საიდუმლო სანტას” (Secret Santa) მიმდინარეობისას დაიკარგა რამდენიმე გზავნილი, რის გამოც, ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები.
„ძვირფასო მომხმარებლებო, საახალწლო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა უსიამოვნო შემთხვევა - სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია. დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები. ამის გამო, რამდენიმე შესაძლო დაზარალებულს უკავშირდებიან, რათა დადგინდეს დაკარგული გზავნილების შესახებ დეტალები. მადლიერი დაგრჩებით, თუ შეძლებთ, რომ ცოტაოდენი დრო დაუთმოთ სამართალდამცველებს, რითაც საქმის სწრაფად დასრულებაში დაეხმარებით“,- ნათქვამია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საიდუმლო სანტა” (Secret Santa) საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი პროექტია.