Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად გამჭვირვალეა შინაგან საქმეთა სამინისტრო

25 აპრილი, 2017 17:37

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC)“ ერთობლივ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის აფასებს.

ანგარიში მიზნად ისახავს 2015 წლის რეფორმის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის განსაზღვრას, გამჭვირვალობის შემაფერხებელი კონკრეტული მიზეზების აღწერას, საქართველოს საპოლიციო სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზს.

მოკვლევის შედეგად რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა: 

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ სამინისტრო პასუხობს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესულ  განცხადებებს. ამასთან, მეტწილად ინფორმაცია გაიცემა სრულად და შეესაბამება განცხადებაში ასახულ მოთხოვნებს.

მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადებში; ასევე აღინიშნა ინფორმაციის არასრულად გაცემის შემთხვევებიც. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზღუდება გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის გასაიდუმლოებით, სათანადო დასაბუთების გარეშე. სამინისტრო სრულყოფილად არ ასრულებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტატისტიკის წარმოების მეთოდები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ეფუძნება სისტემატიზებული პროცედურების ერთობლიობას და სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტითა და მემორანდუმით არის მოწესრიგებული. სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევები ქაოტურად წარმოებს. ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულის არსისა და მახასიათებლების აღქმისათვის სოციოლოგიურ გამოკითხვებს და სენსიტიურ საკითხებზე ჩაშლილ სტატისტიკას.

ასევე, მზარდი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, 2016 წლის 15 თებერვლის შემდგომ სამინისტრო არ უზრუნველყოფს დანაშაულის სტატისტიკის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

სხვადასხვა მონაცემთა ბაზის შედგენის ფორმები და მართვის საკითხები

არ არის რეგულირებული სხვადასხვა კატეგორიის მონაცემის შენახვის ვადის მინისტრის ბრძანებით გაგრძელების მიზნები და პროცედურა. ასევე, არ არის ნათელი ზოგიერთი კატეგორიის მონაცემის უვადოდ დაარქივების აუცილებლობა. კანონქვემდებარე აქტებით ნათლად არ არის გამიჯნული დაცულ მონაცემებზე დაშვების რა განსხვავებული რეჟიმი წარმოიქმნება მათი დაარქივებისას. არ არსებობს საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები  მონაცემთა ბაზებზე არამიზნობრივი წვდომის აღსაკვეთად.

საკადრო საკითხები

ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო საკითხების მარეგულირებელი დებულებები ბუნდოვანია და გაწერილია კანონქვემდებარე აქტებში. ამავდროულად, შეზღუდულია პოლიციის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები, მინისტრი კი საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპირპოვნულად მიღების ფართო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^