Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ცოლის მოკვლის ბრალდებით პირი დააკავა

25 აპრილი, 2017 22:03

თბილისში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალი „ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^