Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტროს თანამშრომლები თვეში ერთხელ სახლიდან გაუსვლელად იმუშავებენ

28 აპრილი, 2017 19:10

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პირველად საჯარო სექტორში, საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი  სახლიდან მუშაობის დღე“ (Work for home day) დანერგა. ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.

„სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი. ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^