
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „აეროფლოტი“ და „თურქიშ ეარლაინსი“ დემპინგური ფასებით ოპერირებენ, რის გამოც კომპანიას არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში უხდება მუშაობა.
„მოგეხსენებათ რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფრინავს და არაერთი ქართველი მფრინავი თუ ავიასპეციალისტი აღზარდა და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. როდესაც ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა „აეროფლოტი“, „თურქიშ ეარლაინსი“ და ა.შ. და ისინი სწორედ,მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას, ჩვენ მუდმივად გვიხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. უფრ მეტიც, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ავიაკომპანია ყველა კომპეტენტურ სტრუქტურას სთხოვს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კონკურენციის სამართლიანი პირობები, დაიცვას ეროვნული ავიაცია განადგურებისგან.