თეთრიწყაროს გამგებელმა, ბესიკ წიკლაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლელა გიგაურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებით საკრებულოს 28 აპრილს მიმართა. გიგაური აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.