Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე:კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა მკაფიოდაა გაწერილი

01 მაისი, 2017 12:34

პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასაწყისში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა და კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა. ასევე ხაზგასმით ისაუბრა სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანების მიმართ მკაფიოდ არის გაწერილი. 

„სოციალურ სახელმწიფოს რაც შეეხება, ამაზე მინდა განმარტების გაკეთება. არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ამ პრინციპს; მკაფიო ნორმატიული დატვირთა აქვს ამ მუხლს. ჩვენ ბრალიც კი დაგვდეს, თითქოს ვაყალიბებთ სოციალისტურ საქართველოს; რაც არანაირ კავშირში არაა სოციალური სახელმწიფოს პრინციპითან, რომელიც იდეოლოგიურად ნეიტრალური პრინციპია, მეტსაც გეტყვით, გერმანიაში განვითარდა ეს პრინციპი და ამის განვითარების ინიციატორები იყვნენ მემარჯვენე პოლიტიკოსები. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანების მიმართ მკაფიოდ არის გაწერილი ახალ რედაქციაში და ეს ყველაფერი შესაბამის პრაქტიკაზე აისახება;" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^