Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაიცავით ჩვენი შრომა!“- აქცია ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად

01 მაისი, 2017 14:11

„დაიცავით ჩვენი შრომა!“, - ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად მთავრობის კანცელარიასთან „ქალთა ფონდი საქართველოს“ მხარდაჭერით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნით, უნდა შეიქმნას გენდერულად მგრძნობიარე შრომის ინსპექცია, რადგან ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ფართოდ არის გავრცელებული.

„დღეს ჩვენი ხმა უნდა გაიგოს სახელმწიფომ. არ კმარა მხოლოდ ფორმალური თანხმობა დასავლურ და ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენ უნდა შევქმნათ ქვემოდან დაწყებული აქტივისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული მშრომელთა არაფორმალური კავშირები, რომლებიც სახელმწიფოს მოსთხოვენ, გაატაროს შედეგზე ორინტირებული პოლიტიკა. დღეს ჩვენ კანცელარიასთან ვდგავართ იმიტომ, რომ მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი როლი, შემუშავებულ პაკეტზე განაცხადოს თანხმობა და მიიღოს ქმედითი შრომის ინსპექცია.ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას თუ რამდენად იქნება ინსპექცია გენდერულად მგრძნობიარე და რამდენად აღმოაჩენს ინსპექცია ქალების ორმაგ ჩაგვრას დასაქმების ადგილზე.“,- თქვა „ქალთა მზერის“ წევრმა, გვანცა ხონელიძემ.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ შრომის ინსპექციამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქალთა სპეციფიკურ საჭირობებს და შეისწავლოს:

1. ორსულობის, მშობიარობის, დედობითა და გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკრიმინაციის ფაქტები;
2. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტები;
3. ქალებისა და კაცების საშუალო თვიურ ხელფასს შორის 36% განსხვავების მიზეზები;
4. სამუშაო ადგილზე ქალის მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომა.

აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და შეიქმნას სააღმსრულებლო ფუნქციის მქონე შრომის მონიტორინგის მექანიზმი;
კერძო სექტორმა კი აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს არადისკრიმინაციული და უსაფრთხო შრომითი გარემო.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^