სოციალური ქსელში ვრცელდება პეტიცია სახელწოდებით „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“. პეტიციაში ნათქვამია, რომ ამა წლის 9 მაისისთვის კრემლის ხელისუფლებასთან აფილირებული და ევროპის ქვეყნებში non-grata-დ გამოცხადებული ბაიკერთა ჯგუფი, „ღამის მგლები“, აპირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას და, ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, თბილისში ვაკის პარკში აქციის მოწყობას.
პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ საქართველსო სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას თავისი პოზიცია და არ დაუშვას ამ ჯგუფის საქართველოში შემოშვება.