სტამბოლის პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავა. აქცია ტაქსიმის მოედანზე 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.
სტამბოლის გუბერნატორის თქმით, დაკავებულია 207 ადამიანი, დაკავებულებს 40 მოლოტოვის კოქტეილი, 17 ხელყუმბარა და 176 ფეიერვერკი ჩამოართვეს. ასევე ჩამოერთვათ პლაკატები. პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.