ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა EMC მიერ წარდგენილ განაცხადზე, რომელიც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგებლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა, პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა სავიზო/საბაჟო კონტროლის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, უწყებებმა რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლები ეტაპობრივად უნდა გადაამზადონ.