საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ 45 განაცხადი შევიდა. მათ შორისაა „ლეხაინდრაო PRODUCTION-თან“ ერთად შეტანილი 3 პროექტი. „ლეხაინდრაო PRODUCTION-ის“ დირექტორი გოგა ხაინდრავაა, ის ამავე კომპანიის 33% ფლობს, დანარჩენ წილებს კი გორგასლან და ლევან ხაინდრავები ფლობენ. „ლეხაინდრაო PRODUCTION“ ტელეკომპანია GDS-ისა და „იმედისთვის“ სერიალი „ჰეროკრატია“ მოამზადა, რომლის რეჟისორიც გოგა ხაინდრავა იყო.
იხილეთ სრული სია:
მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური ჟანრში:
1. გიორგი ხეჩუაშვილი/ვაკო კირკიტაძე- „საქმე 205“
2. თამარ ადორნელი - „ალიხანი და ნინო“
3. გიორგი ვარსიმაშვილი/ავთანდილ ვარსიმაშვილი - „კავკასიური ცარცის წრე“
4. ხათუნა გიორგობიანი/ბესარიონ გიორგობიანი - „უცნობი“
5. მალხაზ ასლამაზიშვილი - „ქამელეონის ფერი“
6. თამარ ადორნელი - „ოჯახის საიდუმლო“
7. ვაჟა გავაშელი/გიორგი ოვაშვილი - „განწირულნი“
8. ზურაბ ცინცაბაძე - „კონტროლი“
9. ილია ჯიბღაშვილი/ბესო სოლომონაშვილი - „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“
10. მალხაზ ასლამაზიშვილი - „გადარეული დღეები“
11. ლუკა წულაძე/თენგიზ ასტახიშვილი(ლეხაინდრაოპროდაქშენი და სილქფაქტორსტუდიო) - „ფსკერზე“
12. თორნიკე გიორგაძე - „ალექსანდრია“
13. მაია ბურჭულაძე (ლეხაინდრაოპროდაქშენი და სილქფაქტორსტუდიო)- „ქატო იქა ფქვილი აქა“
14. მერაბ მერკვილაძე -„გამომძიებელი ჟურნალისტი“
15. დავით გუჯაბიძე/ლევან კიტია - „მკვლელი“
16. გიორგი ცხვედიანი/კახა სულუაშვილის - „მთავარი ფერი“
17. გიორგი ბარაბაძე - „ბიჭები კომაროვიდან“
18. გიორგი ჭუმბურიძე/გია ალავიძე - „საპატრულო“
19. თამარ საგინაშვილი/კახაბერ ოთარაშვილი - „სააგარაკე ისტორიები“
20. ირაკლი აფაქიძე/ლევან კიტია - „ზებრა“
21. ალექსანდრე ქურხული/ბექა ქურხული/ლევან კიტია - „ყავა და ლუდი“
22. ნინო ნიკურაძე - „სტუმარი წარსულიდან“
23. გიორგი ქობალია/გიგა ბაინდურაშვილი - „კერძო დეტექტივი“
24. მირზა კერესელიძე/მიშო სეფიაშვილი - „ბნელი ქუჩები“
25. ნინა ხატიაშილი - „დედუქციის მეთოდი“
მელოდრამატულ ჟანრში:
1. ბაჩო კვირტია - „ნატა და დანარჩენები“
2. გიორგი ვარსიმაშვილი/თამარ მამუკელაშილი - „სტერეოტიპი“
3. ნინო ბასილაია - „სრულწლოვანები“
4. ზაზა მერაბიშვილი - „თურქი“
5. ოთარ შამათავა (შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი)- „TAFU“
6. კობა ცხაკაია/სოსო მჭედლიშვილი - „ბურდო“
7. ავთანდილ ვარსიმაშვილი/გიორგი ვარსიმაშვილი - „სცენის მტვერი“
8. ირაკლი ვახტანგიშვილი/ირაკლი კაკაბაძე
9. ეკატერინე კვირკელია - „ჭრილობა“
10. აკაკი ყიფშიძე/მურთაზ ჩიქოვანი - „დროებით დასაქმებული“
11. ნარგიზ გვალია - „მელოდრამა ცისარტყელა“
12. მაია ბურჭულაძე (ლეხაინდრაოპროდაქშენი და სილქფაქტორსტუდიო) - "მზესუმზირები"
13. ბექა გაჩეჩილაძე-აკაკი სიორიძე - „ძველი ბიჭი და ყვავილი“
14. სანდრო ჯანდიერი /ბასა ჯანიკაშილი - „ლივლივი“
15. ელენა შავდია - „იყო და არა იყო რა“
16. ეკა ახვლედიანი/სოფო ჭინჭარაული - „უცნაური გარიგება“
17. თამარ ადორნელი -„იესე“
18. თათული ღვინიანიძე - „წვიმის შემდეგ გამოიდარებს“
19. თენგიზ თხილავა/ბექა ონიანი/ირაკლი აფაქიძე/ლევან კიტია - „შენი საწოლის ქვეშ“
20. ზვიად გურული - „ჩამქრალი ქვეყანა“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. მეორე ტურში გადასული კანდიდატები მიწვეულნი იქნებიან პროექტის საპრეზენტაციოდ. კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში თითო სერიალის სცენარი.