მესაკუთრეებისთვის აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შსს-ის ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ადეიშვილს დაუსწრებლად, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მერაბიშვილს, ასევე ამნისტიის გათვალისწინებით - 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა.
ზურაბ ადეიშვილსა და მერაბიშვილს ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. ბრალდების მიხედვით 2004 წელს აკურის ღვინის ქარხნის უსასყიდლოდ დათმობა აიძულეს მეპატრონეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს. საქმის გამოძიება პროკურატურამ 2015 წელს დაიწყო.