Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ურბანული ლაბორატორიის“ კვლევა - თბილისის მეტროს განვითარების პერსპექტივები

04 მაისი, 2017 11:44

გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა და „ურბანულმა ლაბორატორიამ“  თბილისის მეტროპოლიტენის განვითარებისკენ მიმართული სარეკომენდაციო პაკეტის შუალედური ვერსიის პრეზენტაცია გამართეს.

დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ გახდეს მეტრო უფრო პოპულარული ტრანსპორტი.

მეტროპოლიტენს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაში 19-დან 29 პროცენტამდე წილი უჭირავს.  საშუალოდ ემსახურება 289 ათას მგზავრს, ყოველდღიურად, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით მეტროპოლიტენი იკავებს მესამე ადგილს სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • საავტომობილო ტრანსპორტისგან განსხვავებით, მეტროპოლიტენი შიდასაქალაქო ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიური საშუალებაა.
  • თბილისის მეტროპოლიტენში გამოყენებული მოძრაობის უსაფრთხოების სისტემა გამორიცხავს მატარებლების ერთმანეთთან სახიფათო მანძილზე მიახლოებას და შეჯახებას.
  • ავტობუსიდან მეტროპოლიტენში გადასული თითოეული მგზავრი მუნიციპალიტეტს საშუალოდ 0.08 ლარის ეკონომიას აძლევს.
  • საჭიროა ავტობუსებისა და მეტროპოლიტენის ინტეგრაციის სქემა. ავტობუსების ქსელის ოპტიმიზაციის შედეგად, ავტობუსებიდან მეტროპოლიტენზე გადანაწილდება მგზავრთა ნაკადის ნაწილი, რომლებიც გრძელ მანძილებზე მგზავრობს. შედეგად შემცირდება საგზაო მოძრაობის ინტენსიურობა მეტროპოლიტენით დაფარულ უბნებში, რაც ასევე შეამცირებს ბიუჯეტიდან დოტაციური დანახარჯს ტრანსპორტზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ცალკეული მჭიდროდ დასახლებული, საქმიანი რაიონები და უბნები მოწყვეტილია მეტროპოლიტენის ქსელს. მაგალითად: ვაკე, კრწანისი, დიღმის მასივი და დიდი დიღომი, მუხიანი, ვაზისუბანი, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორია და სხვა. სადგურების მშენებლობა დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული და  ამჟამინდელი მდგომარეობით, სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ დასრულების გარდა, მეტროპოლიტენის სივრცითი განვითარება ახლო მომავალში არ იგეგმება. კვლევის ავტორების მიიჩნევენ, რომ  სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ახლო მომავალში უფრო პერსპექტიული იქნება ტრამვაის ხაზის მშენებლობა იმ უბნებში, რომლებიც არ არის მეტროპოლიტენის ქსელით დაფარული.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მეტროპოლიტენის ქსელის განვითრებისთვის ოპტიმალური საბჭოთა პერიოდში დაწყებული მშენებლობების დასრულება იქნება, კერძოდ, მეტროსადგურებისთვის მეორე ამოსასვლელების დამატება. კვლევის ავტორების რეკომენდაციები თბილისის მეტროს განვითარებისთვის ასევე შეეხებოდა მეტროსადგურში მგზავრების ჩასხდომა-ჩამოსვლის გამარტივებას, სპეციალური ნახაზების გაკეთებას ბაქანზე, საინფორმაციო სტენდების განთავსებას;  მეტროსადგურების შშმ პირებისთვის ადაპტაციას და ა.შ. 

დოკუმენტი მოამზადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა და „ურბანულმა ლაბორატორიამ“. პროექტი დააფინანსა აშშ-ის საელჩომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^