Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი იქნება გუდაურში „მშვიდობის მონუმენტი“ და მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ

04 მაისი, 2017 13:39

გუდაურში მოზაიკებიანი „მშვიდობის მონუმენტისა“ და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაასრულა. რეაბილიტაციის პროექტზე IDAAF-ის არქიტექტორებმა და Saxon Management Services-მა ერთად იმუშავეს.

IDAAF-ის ვებგვერდზე რეაბილიტაციის პროექტის შესახებ წერია, რომ ტერიტორიის დაგეგმარება გენერალური გეგმის პროექტის დამუშავებით დაიწყო. მონუმენტის მიმდებარედ დაიგება კომფორტული და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გზა ქვეითებისთვის, რომელიც პარკინგიდან მონუმენტს უკავშირდება. ავტოსადგომი 25 მანქანაზეა გათვლილი, რომელიც მოიცავს ადგილებს ჰიბრიდის, 3 ავტობუსისა და ველოსიპედებისთვის. პროექტში არსებული ყველა დეტალი შშმ პირებზეა ადაპტირებული. ამის გარდა გენგეგმაში ასახულია შენობა და მოდერნიზებული რეკრეაციული ზონა.

 „მშვიდობის მონუმენტი“, რომელიც გუდაურიდან 3,6 კმ-ზე მდებარეობს, ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას დაპროექტებულია. მისივე დაპროექტებულია „გზათა მშენებლობის სამინისტრო“ თბილისში (ახლანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისი), ხოლო მოზაიკა ნოდარ მალაზონიას ეკუთვნის. მონუმენტი 1983 წელს აშენდა. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული „გადასახედის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარებაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. ტენდერში ორმა პრეტენდეტმა მიიღო მონაწილეობა. ტენდერში Saxon Management Services-მა გაიმარჯვა.

ფოტო: IDAAF

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^