
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომელზეც დეკანოზი მამალაძეა ბრალდებული, პირველი წინასასამართლო სხდომა იწყება.
ცნობილია, რომ სასამართლო პროცესი პირველ ეტაპზე ღია იქნება, თუმცა შესაძლოა, პროკურატურამ დღევანდელი პროცესის დახურვის შუამდგომლობაც დააყენოს.
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა, მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში დაადანაშაულა. პირველი 16-20 წელს ან უვადო პატიმრობას გულისხმობს, ხოლო იარაღის შეძენა-შენახვა - 2 წელს. არც ერთ ბრალდებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.