Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე: საარჩევნო სისტემაზე NGO-ების განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

06 მაისი, 2017 15:55

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 85 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამავე ლოგიკით არათანაბარ პირობებში ჩაყენებად შეიძლება ჩაითვალოს მაჟორიტარული სისტემა, რომელიც მთელს მსოფლიოში ლეგიტიმურადაა მიჩნეული. 

„ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის დამატებითი მცდელობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ლოგიკით უნდა ვიმსჯელოთ, რომ ნებისმიერი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურადაა მიჩნეული მთელს მსოფლიოში, თანასწორობის პრინციპს არღვევს. ყველა საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმს, ქვეყნის სტაბილურობას და არის დემოკრატიულად მიჩნეული, აღიარებული მათ შორის განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ექსპერტების, კომისიების მიერ აბსოლუტურად ლეგიტიმურია და თუ ჩვენს შემთხვევაში ეს სისტემა დაინერგება, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები ვეღარ დაისმება”, - განაცხადა მდინარაძემ. 

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 85 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს სპეციალური განცხადებით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი თანასწორობის პრინციპი.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^