იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძე უვადოდ არ გამწესდეს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძის უვადოდ განწესების შემთხვევაში, სისტემა ჭაობში დარჩება.
„ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე ეს ე.წ. ტროიკა იყო შეკვეთების შემსრულებელი სასამართლო სისტემაში. ასრულებდნენ ყველას შეკვეთას. ესენი აგრძელებენ ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური ხელისუფლების სამსახურს. უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც შეეხნენ და საზოგადოებასაც დაუპირისპირდნენ. მურუსიძე ამ ხელისუფლების დასაყდრენია და ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო კორპუსის ხელში დაჭერას მურუსიძის გამოყენებით”, - განაცხადა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე გაგრძელდება, იმისთვის, რომ მურუსიძემ, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გაიგოს მოსახლეობის პროტესტი.
ფოტო: “რუსთავი 2“