Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ!“ - მოქალაქეები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ

08 მაისი, 2017 13:50

„აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ!“,- მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს , მთავრობასა და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ. 

„საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია.

ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ!“,- ნათქვამია პეტიციაში. 

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. მისივე თქმით, მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა. 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლუჟკოვის საზღვრის კვეთის მომენტში რაიმე კონკრეტული მონაცემი, პასპორტიდან გამომდინარე, არ არსებობდა, რაც მესაზღვრეს ექნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად. დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

Civil.ge -ს არქივში ინახება ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ 2009 წლის ნოემბერში ოფიციალურმა თბილისმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსულ მხარეს მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელმძღვანელობით დელეგაციის სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.

„საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნოტა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით 13 ნოემბერს გაიგზავნა. მოსკოვის მერი სოხუმს 13 ნოემბერს ეწვია და სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“,- ვკითხულობთ აღნიშნულ მასალაში.

ამავე წელს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ცხინვალს ესტუმრა, სადაც სეპარატისტების ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა. „საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა ის, როგორც „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”,- ვკითხულობთ Civil.ge-ს არქივში. 

გარდა ამისა, არქივში ასევე იძებნება ინფორმაცია 2006 წელს ლუჟკოვის სოხუმში ვიზიტის შესახებ,- „მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა 20 ივლისს სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი“ითანამშრომლებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“, იტყობინება „აფსნიპრესი“.ლუჟკოვი სოხუმში 20 ივლისს ჩავიდა. მოსკოვის მერმა და აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმის სანაპიროზე ბიზნეს-ცენტრის  – „მოსკოვის სახლის“ მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.“

მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა არქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბიმ გაავრცელა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^