Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ერთჯერადი გასაცემელი სრულად გადარიცხულია

08 მაისი, 2017 16:54

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოში მცხოვრები ომის ვეტერანები ტრადიციულად სახელმწიფოსაგან ერთჯერად პრემიას მიიღებენ. ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის 838-ე დადგენილების შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტომ  საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 3 მაისის მდგომარეობით სრულად გადაურიცხა თანხა. 

უწყების ცნობითვე, 9 მაისის გასაცემელი ეძლევათ - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 600 ლარის ოდენობით, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი - 300 ლარის ოდენობით. გასაცემელი განკუთვნილი იყო სულ 883 ბენეფიციარზე, მათგან 592 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, 291 კი - ომში დაღუპულთა ოჯახის წევრი. 

4 მაისიდან ამ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, „ლიბერთიბანკის“ ანგარიშებიდან მიიღონ კუთვნილი თანხა. თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის თანხას დედაქალაქის მერია რიცხავს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^