Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: შრომის უსაფრთხოების სისტემა მრავალეშელონიანია, მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს იზამს

10 მაისი, 2017 12:39

შრომის ინსპექცია პანაცეა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ტყიბულის შახტში მომხდარ საწარმოო შემთხვევაზე კომენტირებისას განუცხადა.
მან დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა.

„მოხდა საშინელი ტრაგედია. ძალიან ძნელია ჩამოაყალიბო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შრომიის ინსპექციის არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა, თავიდან აგვეცილებინა ტრაგედია. დამერწმუნეთ, შრომის ინსპექცია არ არის პანაცეა. თვითონ შრომის უსაფრთხოების სისტემა არის მრავალეშელონიანი სისტემა და მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იმუშავეს კომპანიის უსაფრთხოების სისტემამ, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ და სხვა უწყებებმა, მათ შორის თვითონ სასამართლო სისტემამაც. აქ არის მთელი პროცესი. 240-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეებიდან ბოლო 4 წლის განმავლობაში 260 საქმე აღიძრა. აქედან 60 დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ საპატიმრო სანქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამას ითვალისწინებს. შეეფარდათ მხოლოდ პირობითი სასჯელი ან დაეკისრათ კომპენსაცია. გასაგებია, რომ დაღუპულთა ან დაზიანებულთა ოჯახებს ურჩევნიათ კომპენსაციის მიღება, მაგრამ ამის გამო პრევენციული ფუნქცია აღარ გააჩნია სასამართლოს, რადგან შიში აღარ არის ციხეში წასვლის“, - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმოებისა თუ ორგანიზაციების შემთხვევაში.

„ასევე, ვაპირებთ და პირადად ჩემი ინიციატივა გახლავთ, რომ როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, შემოვიტანოთ სავალდებულო მოთხოვნა გაზრდილი სტანდარტების შრომის უსაფრთხოების, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის. ძალიან დიდ თანხას დახარჯავს სახელმწიფო შემდეგი 4 წლის განმავლობაში. 10 მილიარდამდე ლარი მხოლოდ ინფრასტრუქტურაში უნდა დაიხარჯოს და ამ ტიპის ტენდერში ვინც მონაწილეობს, მათთვის იქნება მოთხოვნილი გაზრდილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ასევე იქნება მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ შეუბღალავი პროფილი, მათ უნდა წარმოადგინონ საბუთი, რომ შრომის უსაფრთხოება მათთან დაცულია, საწარმო ტრავმები მინიმალურია, ან არ არსებობს. ასეთ ორგანიზაციებს მიეცემა უპირატესობა", - განაცხადა ზოიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^