დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქურთ მებრძოლებს სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად იარაღს გადასცემს.
ქურთული სამხედრო დანაყოფები სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ, ქალაქ რაქაში.
სირიის დემოკრატიულ ძალებს, არაბულ და ქურთულ სამხედრო შენაერთებს ასევე მხარს უჭერს აშშ-ის საჰაერო ძალები.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი ესაუბრა თურქ კოლეგას. თურქეთი ხშირად ეწინააღმდეგება ქურთებისთვის იარაღის გადაცემას, რადგან ქურთ აჯანყებულებს ტერორისტებს უწოდებენ.