უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო.
ჩინჩალაძეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა. ასევე, ამავე სასამართლოში უკვე დანიშნულია ორი მოსამართლე. კენჭისყრის შედეგად საპელაციო სასამართლოში დაინიშნენ მერაბ ლომიძე და ილონა თოდუა.