Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს უვადოდ დანიშნულ მიხეილ ჩინჩალაძეს 10 წელიწადში მხოლოდ 250 საქმე აქვს განხილული

11 მაისი, 2017 12:46

მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო. 

რამდენიმე კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებდნენ, არ დაენიშნათ ჩინჩალაძე.

„კანდიდატი 2007 წლის 23 მაისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს  წევრი. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი საქმე ჰქონდა განხილული ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს სამოსამართლეო საქმიანობის პეროდში 2007 წლიდან დღემდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ კანდიდატს ბოლო ათი წლის განმავლობაში განხილული აქვს: 2014 წელს 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს 1 კერძო საჩივარი, ხოლო 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 გასჯადობის საქმე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამის მონაცემების მიხედვით, ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს 2007 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული, ჯამში, 250 საქმის განხილვაში (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო 2 სისხლი) - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ მოსამართლე, რომელიც არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, საქმის განხილვას, არ იმსახურებს განმეორებით მოსამართლედ გამწესებას. ამასთან, მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატ მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლედ გამწესების თაობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი შედარებისთვის უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეების მიერ განხილული საქმეების სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებენ:

  • ვასილ როინიშვილი 2009 წ. 18 დეკემბრიდან დღემდე                          4830 საქმე
  • მაია ვაჩაძე 1999 წ. 20 ივლისიდან დღემდე                                               8640  საქმე
  • ეკატერინე გასიტაშვილი 2015 წლის 15 ივნისიდან დღემდე                      656   საქმე
  • ნუგზარ სხირტლაძე 1999 წ. 20 ივლისიდან დღემდე                              7 159  საქმე
  • პაატა სილაგაძე 2008 წ. ოქტომბრიდან დღემდე                                     12 290 საქმე
  • გიორგი შვლიაშვილი 2010 წ. 18 ივნისიდან დღემდე                              6 527 საქმე
  • პაატა ქათამაძე 2010 წ. 18 ივნისიდან დღემდე                                          4 416 საქმე
  • ბესარიონ ალავიძე 2011 წ. 22 თებერვლიდან დღემდე                            6 087 საქმე
  • ნინო ბაქაქური 2014 წ. 29 ოქტომბრიდან დღემდე                                    1 235 საქმე
  • ზურაბ ძლიერიშვილი 2014 წ. 29 ოქტომბრიდან დღემდე                      1 720 საქმე
  • მზია თოდუა 2015წ 12 ივნისიდან დღემდე                                                   575 საქმე
  • ნინო გვენეტაძე 2015წ. 20 მარტიდან დღემდე                                           1 825 საქმე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^