„სამწუხაროდ [საზოგადოებრივი მაუწყებელი] ტენდენციურია, იმიტომ, რომ ბორდში არის ხალხი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ არის დანიშნული, ზოგი სოროსის ფონდში მოღვაწეობდა, ზოგი საიაში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე „ბავშვთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 2016 წლის ანგარიშის განხილავდნენ.
„ ჩვენ რომ ვნახოთ მათი ტოქშოუები - სალომე ასათიანი, „რეალური სივრცე“, ისინი, ძირითადად, გადაცემებს უძღვნიან ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომელებიც არიან მიწვეულები, მათი პრობლემები განიხილება. მაგ. სალომე ასათიანი, გოგი გვახარია. ეს ტელევიზია ლიბერალურ ღირებულებებს, უმცირესობებს აყენებს უმრავლესობაზე მაღლა და ფაქტობრივად ხალხის აზრი არის უარყოფილი, არავითარი თემა არ ისმის, არც ეროვნული დიალოგი, არც არაფერი. ჩვენ ვნახოთ, ვინ გამოვიდა მათ დასაცავად, გამოდიოდა ანა აბაშიძე, საზოგადოება „იდენტობა“; ეს არის ამ ძალების ხელში; ამ ძალების ხელშია ჩვენი პარლამენტიც, ტელევიზიაც, ნაცებიც და ქოცებიც. შეიძლება, დამოუკიდებელია, მაგრამ, როგორც ადრე იყო საბჭოთა მენტალიტეტის ქვეშ, ახლა არის ამ მენტალიტეტის ქვეშ, რაც მავნებლურია და კაცობრიობის წინააღმდეგაა მომართული. ამას ბევრი, სამწუხაროდ, ვერ ეწინააღმდეგება. ეს ტელევიზია არის მიუღებელი, არის ერთეულების“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გეგელიას თქმით, სამეურვეო საბჭო არის ადგილი, სადაც აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს.
„თუ სამეურვეო საბჭოში არ არის განსხვავებული აზრი, ის სამეურვეო საბჭო არ ვარგა; რაც შეეხება ჩვენს კავშირს იდეოლოგიებთან, გარწმუნებთ, რომ სამურვეო საბჭოში გვყავს კონსერვატორიც, ლიბერალიც...“, - აღნიშნა მან.
მის ამ განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა ისევ გურამ ფალავანდიშვილი, რომელმაც აღნიშნა: „სად ჩანს ეს, რომელ გადაცემაში ჩანს, „წითელი ზონა“ რომ გადის და სალომე ასათიანის გადაცემა, რომელიც ყოველ თემაზე პატრიარქს აგინებს“.