Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ფასანაურში ხალხს აბუნტებს

11 მაისი, 2017 13:22

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ფასანაურში გამართული აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ პროვოცირებულია. მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელებას ხელს ვერავინ შეუშლის

„ეს არის გარკვეული დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს და შეჰყავთ შეცდომაში, იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის ჯანმრთელობის დამაზიანებელი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობიდან დაახლოებით 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ, ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს”, - ამბობს კახა კალაძე

გუშინ ხანდოში ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გასაპროტესტებლად რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის 6 მონაწილე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^