
NDI-ის აპრილის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს არ მოუტანს. საპირისპირო მოსაზრება აქვს მოსახლეობის 51%-ს.
78% ფიქრობს, რომ მიუხედავად უზივო მიმოსვლის შესაძლებლობისა, რიგითი ადამიანები ამას ფინანსურად ვერ გასწვდებიან. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 14%.
მოსაზრებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ქართული მენტალიტეტის დაკარგვას გამოიწვევს, 26% ეთანხმება, 60% კი არ ეთანხმება.
22%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველო ეროვნულ იდენტობას დაკარგავს, რასაც არ იზიარებს 65%.
NDI-ის 2017 წლის აპრილის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
მოსახლეობის 65% ევროკავშირში გაწევრების მომხრეა, 21% კი - ევრაზიულ კავშირში.
NDI-ს საკვლევი პერიოდი 7 – 28 აპრილს მოიცავდა. კვლევის ფარგლებში 2,493 ინტერვიუ ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%