NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 51% თვლის, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 40% მიაჩნია, რომ საქართელოშ არ არის დემოკრატია, ხოლო 8%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 46% ასევე თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია საჭიროებს გაუმჯობესებას. 15%-ის აზრით საქართველო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული და 2%-ს მიაჩნია,რომ საქართველოში დემოკრატია გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს.
გამოკითხულთა 67%-ს მიაჩნია, რომ ჩამითვლილი ქვეყნებიდან (გერმანია, აშშ, საფრანგეტი, პოლონეთი, რუსეთი) ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა გერმანია, ხოლო 15% დემოკრატიულ ქვეყანად თვლის რუსეთს. .
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.