NDI-ის 2017 წლის აპრილის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% ეთანხმება რომ, საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.
საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობას არ ეთანხმება 27%; 26%-ის პასუხია – “არ ვიცი”.
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა, 39% მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ქართული სატელევიზიო არხებით ვრცელდება. 34% კი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის წყარო პოლიტიკური პარტიებია.
NDI-ს საკვლევი პერიოდი 7 – 28 აპრილს მოიცავდა. კვლევის ფარგლებში 2,493 ინტერვიუ ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%