2017 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ 14% აფასებს, როცა შარშანდელი გამოკითხვებით ამ კატეგორიის გამოკითხულთა რაოდენობა 32% იყო, ხოლო 2015 წელს – 43%.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 7% ( ცუდად 6% და ძალიან ცუდად 1%), როცა იგივე მაჩვენებელი 2016 წელს 3% იყო (ცუდი 2%, ძალიან ცუდი – 1%), ხოლო 2015 წელს 2%. (ცუდი – 1%, ძალიან ცუდი – 1%).
NDI-ს საკვლევი პერიოდი 7-28 აპრილს მოიცავდა. კვლევის ფარგლებში 2,493 ინტერვიუ ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%