NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხულ პირთა 52% დავით ნარმანიას საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მათ შორის 37% საქმიანობას აფასებს როგორც ცუდი, ხოლო 15% – ძალიან ცუდი.
ნარმანიას საქმიანობას საშუალოდ აფასებს 33%, ხოლო დადებითად – 8%.
NDI-ს საკვლევი პერიოდი მოიცავდა 7-28 აპრილს. კვლევის ფარგლებში 2,493 ინტერვიუ ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%