საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს. მან ჯგუფს, რომელიც მას საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევს, კომუნისტები უწოდა.
„გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ დღევანდელი შეხვედრის წინ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას ვთხოვთ, ახალგაზრდებო გთხოვთ, რომ აქ შეკრებილ 2500 ადამიანს მივცეთ საშუალება, გაიგოს, თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში. შესაძლოა, ეს არ გაინტერესებს, თუმცა 2500 ადამიანია შეკრებილი ამაზე სამსჯელოდ. აქ ადამიანები გარკვეული მოთხოვნებით მოვიდნენ, თუმცა იმის მოსმენაც არ უნდათ, რას ვპასუხობთ ამ მოთხოვნებზე. თუ გაინტერესებთ, რა პასუხები გვაქვს, გთხოვთ, მოისმინოთ რა ცვლილებები შედის. თუ თქვენი ამოცანაა მხოლოდ დესტრუქცია, ამ შემთხვევაში გთხოვთ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოთ. თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს კონსტიტუცია, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. დაადექით სწავლის, განათლების გზას, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა”, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე: რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს საშუალებას, განიხილოს კონსტიტუცია
15 მაისი, 2017
12:38
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
სექტემბერი
27
სექტემბერი
ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08
სექტემბერი
08
სექტემბერი
„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...
13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06
სექტემბერი
06
სექტემბერი
ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...
ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^