საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. მაუწყებელი ორ ჟანრში, მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივისა და მელოდრამის გადაღებას გეგმავს. კონკურსზე 45 სცენარი შევიდა. შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ:
მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი:
1.თამარ ადორნელი "ალიხანი და ნინო"
2.მალხაზ ასლამაზიშვილი "ქამელეონის ფერი"
3.ილია ჯიბღაშვილი, ბესო სოლომონაშვილი "ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე"
4. ლუკა წულაძე, თენგიზ ასტახიშვილი "ფსკერზე"
5. გიორგი ბარაბაძე "ბიჭები კომაროვიდან"
6. ირაკლი აფაქიძე, ლევან კიტია "ზებრა"
7. ალექსანდრე ქურხული, ბექა ქურხული, ლევან კიტია "ყავა ლუდი"
8. გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი "კერძო დეტექტივი"
9. ნანა ხატიაშვილი "დედუქციის მეთოდი"
10. თამარ ადორნელი "ოჯახის საიდუმლო"
ჟანრი მელოდრამა:
1. ოთარ შამათავა "TAFU"
2. კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი "ბურდო"
3. სანდრო ჯანდიერი, ბასა ჯანიკაშვილი "ლივლივი"
4. თენგიზ თხილავა, ბექა ონიანი, ირაკლი აფაქიძე, ლევან კიტია "შენი საწოლის ქვეშ"
5. აკაკი ყიფშიძე, მურთაზ ჩიქოვანი "დროებით დასაქმებული"
კონკურსის პირველ ეტაპზე გადასულ კონკურსანტები რვაკაციან სპეციალურ კომისიასთან 22 და 23 მაისს გასაუბრებას გაივლიან. გასაუბრების შემდეგ კი ჟიური 15 სცენარიდან ორ გამარჯვებულს გამოავლენს.