აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მაისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ოფიციალური ბაქოს ჯარებმა მთიან ყარაბაღში „ოსას“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურა.
ოფიციალური ბაქოს ცნობით, კონტროლის ხაზის სიახლოვეს ამ ტიპის სისტემის განთავსება პროვოკაციაა და საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის თვითმფრინავებს.
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 15 მაისს, 16:30 წუთზე არწახის საზღვრის მიმართულებით აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა, შედეგად, სამხედრო ტექნიკა ნაწილობრივ დაზიანდა.