უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ბრძანებით, ქვეყანაში რუსული სოციალური ქსელები: «ВКонтакте», «Одноклассники» და «Яндекс», Mail.ru.-ც აიკრძალება.
აკრძალვა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფარგლებში განხორციელდება.
პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ინტერნეტპროვაიდერებს ჩამოთვლილ ქსელებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას ავალდებულებს.
სერვის SimilarWeb-ის მონაცემების თანახმად, სოციალურ ქსელ „კონტაქტებზე“ მნახველთა 17,55% უკრაინაზე მოდის, „ოდნოკლასნიკებზე“ - 15,15%, Mail.ru-სა და Яндекс-ზე - 10,53%; 2,48%.
ამას გარდა, უკრაინული სანქცია: 468 ორგანიზაციასა და 1228 ფიზიკურ პირსაც შეეხო.
პრეზიდენტის ბრძანება 15 მაისს, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.