აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ასისტენტ მდივანმა სტუარტ ჯონსმა ახლად მოპოვებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ საიდნაიას სამხედრო საპატიმროს სიახლოვეს უზარმაზარი კრემატორიუმი ააგო. ამერიკული მხარის თქმით, ასადის რეჟიმი ამ გზით ცდილობს ჩადენილი დანაშაულების დაფარვას.
იმის გათვალისწინებით, რომ სირიის მთავრობის მიერ ჩადენილი არაადამინური მოპყრობის ფაქტების ნაწილი დოკუმენტირებულია და საერთაშორისო საზოგადოება მათ შესახებ ინფორმირებულია, როგორც ჩანს, რეჟიმი ახლა უკვე კრემატორიუმების დახმარებით ცდილობს ჩადენილი სისასტიკის კვალის გაქრობას - სტუარტ ჯონსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება CNN.
ჯონსის თქმით, საიდნაიაში ასადის მთავრობის ბრძანებით, სავარაუდოდ, დღეში 50 ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხდება.