Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსაბჭო: უკრაინაში რუსული სოციალური ქსელების აკრძალვა სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება

17 მაისი, 2017 14:04

ევროსაბჭომ უკრაინაში რუსული სოციალური ქსელების აკრძალვას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება უწოდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტურბერნ იაგლანდმა განაცხადა: „სოციალური ქსელებისა და საძიებო სისტემების აკრძალვა ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიულ ღირებულებებს, მეტიც ასეთი რადიკალური ქმედება პროპორციულობის პრინციპსაც კი არღვევს“.

აღნიშნული კომენტარი ევროსაბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით „ინტერფაქსმა“ გაავრცელა.

პეტრე პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინაში რუსულ ინტერნეტ-საიტებსა და სოციალურ ქსელებზე აკრძალვა კიდევ სამი წელი გაგრძელდება. გადაწყვეტილება ძალაში 17 მაისს შევიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^