Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

15 სეანსი 20 ნაცვლად - ცვლილებები აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამაში

17 მაისი, 2017 15:52

7 წლის და ზემოთ ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის დაფინანსებული სეანსების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის წესში ცვლილებები შეიტანა და  პროექტი უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად.

წესში შეტანილ ცვლილებებზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა მერიის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ წესში ცვლილებებს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვდნენ და ამ მიზნით ორიოდე თვის წინ არერთი აქცია გაიმართა. მშობლები პროგრამაში იმ ბავშვების ჩასმას მოითხოვდნენ, რომლებსაც  თბილისში რეგისტრაციის თარიღის გამო უთხრეს უარი და ასეთი სულ 36 მდე ბავშვი იყო.

მერიამ მშობლების მოთხოვნა გაითვალისწინა თუმცა, როგორც დღეს მერიის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ამ ცვლილებასთან ერთად მერია 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის დაფინანსების წესით შეცვალასაც გეგმავს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებს მერია 20 სეანსის ნაცვლად, 15 სეანსს დაუფინანსებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული ცვლილება მერიამ სერვისის მომწოდებლებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო და აუტიზმის რეაბილიტაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან შეთანხმებულია.

ცვლილებას არ ეთანხმება „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD“ ორგანიზაციის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე. კორკოტაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს ცვლილება, რომელიც 7 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვების დაფინანსებას ეხება  მშობლებთან შეთანხმებული არ ყოფილა და იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულო „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს არ მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^