Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► მთავრობის ადმინისტრაციასთან ანტიჰომოფობიური პერფორმანსი გაიმართა

17 მაისი, 2017 20:29

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ანტიჰომოფობიური პერფორმანსი გაიმართა. პერფორმანსის თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილ მონაწილეს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლებს განასახიერებდა, შავ  სამოსში გამოწყობილი მონაწილეები წარწერებით „მკვლელი ეკლესია“, „მკვლელი საზოგადოება“ და „მკვლელი მთავრობა“ დაედევნენ და „მოკლეს“.

„ხელისუფლება, საზოგადოება და ის ინსტიტუციები, რომლებიც წარმოადგენენ ამ საზოგადოებას, არიან მომართული ლესბოსელების, გეების, ტრანსგენდერების, ბისექსუალებისა და ნებისმიერი იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც არ ემორჩილებიან პატრიარქალური საზოგადოების წესებს, ის ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მათ ძალაუფლებას, ამიტომ საზოგადოება ამ ადამიანებს ანადგურებს, კლავს ირიბად თუ პირდაპირ. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსი ამის განსახიერება იყო. დღეს საქართველოში ეკლესია შეგნებულად, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ასევე ხელისუფლება იმავეს აკეთებს, მიყვება დომინანტი ჯგუფი სურვილებს, რომ არ დათმონ პრივილეგიები, ასრულებს ამ დაკვეთად და ადამიანები ზიანდებიან. დღეს ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ რეალური პროცესი ასეთია: ადამიანები ნადგურდებიან,ადამიანი, რომელიც ადრეულ ასაკში ირიყება ოჯახიდან, ადამიანი, რომელსაც სამუშაოდ არ იღებენ არანორმატიული გარეგნობის თუ ცხოვრების სტილის გამო, არ აქვს სოციალური კავშირები იმისთვის, რომ თავი ირჩინოს და დასაქმდეს და განვითარდეს, არანაირი მხარდაჭერა და პირადი ცხოვრების აწყობაც შეუძლებელია, ნადგურდება მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა - ეს არის ირიბი მკვლელობა, ასევე ხდება პირდაპირი მკვლელობებიც, რომლის სტატისტიკის წარმოებაც არ აწყობს შსს-ს და არ აწარმოებს“, - აცხადებს პერფორმანსის ანონიმი მონაწილე 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^