აშშ-ში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების, კერძოდ, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში რუსული მხარის მონაწილეობაზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყების გამო, მსოფლიოს ხუთასი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება 35 მილიარდი დოლარით შემცირდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ბლუმბერგის მილიარდერთა სიის ინდექსზე დაყრდნობით უცხოური პრესა ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, 17 მაისს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა - ბილ გეითსმა მილიარდი დოლარი დაკარგა, მარკ ცუკერბერგმა ორი მილიარდით იზარალა, თითქმის ამდენივე დანაკარგი განიცადა ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა.