Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგი მამალაძეს არაფერი აქვს დასამალი

19 მაისი, 2017 13:31

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს განიხილავენ, ბრალდების მხარე პროცესის სრულად დახურვას მოითხოვს. პროკურატურის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეიცავს მესამე პირთა პირადი და ინტიმური ცხოვრების დეტალებს, რის შესახებაც მამალაძე ამ ჩანაწერებში საუბრობს. ამიტომ ამ პროცესის ღიად წარმართვა მესამე პირთა პირადი ცხოვრების უფლებას დაარღვევს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, აქამდე სხდომების დახურვის შუამდგომლობის მოტივი მამალაძის ოჯახის დაცვის განსაკუთრებული ღონისძიებით სარგებლობა იყო. მესამე პირის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი თქმულა.

სხდომაზე გიორგი მამალაძის მეორე ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, სატელეფონო და კომპიუტერულ მიმოწერას პროკურატურა შანტაჟისთვის იყენებს. მისი თქმით, ბრალდების დოკუმენტში საერთოდ არაა მოხსენებული ეს მიმოწერა და ამას არაფერი აქვს საერთო მამალაძის საქმესთან. ფანცულაია აღნიშნავს, რომ  მამა გიორგი მამალაძეს არაფერი აქვს დასამალი. 

„ვის გამოც პროკურატურა დახურვას ითხოვს, ის ადამიანი მოწმეების სიაში არაა, არ დაიკითხება. უბრალოდ ამ ჩანაწერებში მამა გიორგი მასზე საუბრობს. ამიტომ ვერანაირად ვერ შელახავს ეს ამ პირის პირადი ცხოვრების უფლებას“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

პროკურორის თქმით, აუდიო- და ვიდეოჩანაწერებში, ისევე, როგორც მისი ტელეფონიდან ამოღებულ ზარებსა და მესიჯებში გიორგი მამალაძე სასულიერო პირისთვის მიუღებელი სახით ჩანს.

„ეს მტკიცებულებები შეიცავს ინტიმურ დეტალებს, რაც ასევე მიუღებელია სასულიერო პირისთვის. როცა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეუქმნას საფრთხე. გასაჯაროვდება ისეთი დეტალები, რომელიც სასულიერო პირის ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება", - ამბობს ბრალდების მხარე.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^