"ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, პოლიციაში მზიურის პარკში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს პოლიცია პარკის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
"ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, ფილმის ჩვენება შეწყდა, მაყურებლები პარკის ტერიოტორიას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "ლიბერალს" შსს-შიც დაუდასტურეს.
ფილმის ჩვენებაზე მისული მარიამ საჯაიას თქმით, პოლიციამ ორგანიზატორებს ჩვენების შეწყვეტა ფილმის დაწყებიდან 5 წუთში სთხოვა და უთხრა, რომ 112-ზე მზიურის კაფეში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება. მისივე თქმით, ფილმის ჩვენებაზე მაყურებელს ჯერ პარკის ტერიოტორია არ დაუტოვებია და ელოდებიან პოლიციის მითითებებს.
"ველოდებით რას გადაწყვეტს პოლიცია. პარკის გარეთ მობილიზებულები არიან ადამიანები რომლებიც აქ ჩვენს დასარბევად მოვიდნენ. იმედია პოლიცია უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და პარკის ტერიოტორიას უსაფრთხოდ დავტოვებთ" - განუცხადა "ლიბერალს" მარიამ ქაჯაიამ.