საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. სააგენტოს განცხადებით, გზის გასაწმენდად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გაუშვეს
„აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთის საავტომობილო გზის მე-18-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი და ჩაკეტილი აქვს გზის სავალი ნაწილი. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ გაშვებულია ტექნიკა გზის გასაწმენდად“, - წერია განცხადებაში