სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა.
მიღება სასტუმროში 18:00 საათზე, ქართული ფოლკლორული კვინტეტის „ურმულის“ კონცერტით დაიწყო. სამორინე „ამბასადორის“ გრანდიოზულ გახსნას უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის თბილისის მერი დავით ნარმანია.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქისთვის ამხელა ინვესტიცია სტიმულია სხვა ინვესტორებისთვის. “ეს ნიშნავს, რომ თბილისი რჩება ეკონომიკურად მიმზიდველ ქალაქად. სამორინე „ამბასადორის" გახსნა დამატებით სამუშაო ადგილებთან ერთად ქალაქის ვიზიტორებს დასვენების კარგ შესაძლებლობებს აძლევს.- აღნიშნა თბილისის მერმა.
ღონისძიებასთან დაკავშირებით სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ კლასიკური მუსიკის კონცერტს დასწრებოდნენ. საზეიმო კონცერტი სპეციალურად მიწვეულმა საერთაშორისო რანგის მუსიკოსმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, მუსიკალურ დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან და ქართველ პიანისტ ვაკო შიუკაშვილთან ერთად ჩაატარა. 00:00 საათზე კაზინო „ამბასადორის“ ხელმძღვანელობამ სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.
ასევე სამორინე ამბასადორი გათამაშებების სერიას იწყებს, როგორც სლოტ, ასევე მაგიდების მოთამაშეებისთვის. გარანტირებული საპრიზო ფონდი შეადგენს სხვადასხვა ფულადი პრიზი და ავტომობილი მაზერატი კვატროპორტე.
სამორინე „ამბასადორი“ ელიტური სათამაშო კლუბია, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვანი გართობისა და აქტიური დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს. მას საფუძვლად პრემიუმ კლასის სამორინეს იდეა დაედო, რაც თითოეული მომხმარებლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და მაღალი კლასის მომსახურებას ითვალისწინებს. დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და
უნაკლო სერვისი სასტუმრო „ამბასადორის“ კონცეფციის ერთგვარი გაგრძელებაა. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სტუმარმა თამაშისა და გარემოსგან თანაბარი სიამოვნება მიიღოს. კაზინოს დიზაინიზე, სასტუმროს მსგავსად, ცნობილმა იტალიელმა დიზაინერებმა იზრუნეს. ხოლო სამორინეს სათამაშო მაგიდები და აქსესუარები წამყვან იტალიურ ბრენდს, Abbiati-ს ეკუთვნის, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიოს ნომერ პირველი მოთამაშეა და თითქმის ნახევარი საუკუნეა, პოზიციებს არ თმობს.
„ამბასადორში“ სტუმრებისთვის ბლექ ჯეკი, ამერიკული რულეტი ბაკარა, ყველა სახეობის პოკერია და თანამედროვე სლოტ აპარატებია წარმოდგენილი. ობიექტი კვირაში 7 დღე - 24 საათის განმავლობაში კლიენტებს მოემსახურება.