ევროპარლამენტისა და საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. შესაბამისი რეგულაცია ძალაში 20 დღეში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.
საქართველოში უვიზო მიმოსვლა 28 მარტს ამოქმედდა.
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით - 553 მომხრე, 66 - წინააღმდეგი - დაუჭირა.
ბრიუსელში ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა.